გორის „დილა“ VS „აპოელი“

08 აგვისტო 2023, 12:43 785 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში კონფერენსლიგის პლეი-ოფის წილისყრა შედგა, სადაც გორის "დილას" მომავალი მეტოქე გაირკვა. იმ შემთხვევაში, თუ გორელები საკვალიფიკაციო რაუნდში ორი მატჩის ჯამში "აპოელის" ბარიერს დაძლევენ, მათი მეტოქე "გენტსა" და "პოგონს" შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, "დილა" "აპოელს" "დინამო არენაზე" 10 აგვისტოს შეხვდება, გასვლით მატჩს კი 17 აგვისტოს გამართავს. კონფერენსლიგის პლეი-ოფის მატჩები 24 და 31 აგვისტოს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში