გურამ გიორბელიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა

08 აგვისტო 2023, 12:40 868 ნახვა

გურამ გიორბელიძე ნოვი სადის "ვოივოდინას" ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველმა სერბულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.27 წლის გიორბელიძეს აქამდე ბოლნისის "სიონში", გორის "დილაში", ავსტრიულ "ვოლფსბერგში", დრეზდენის "დინამოში", პოლონურ "ზაგლემბიში" უთამაშია, ბათუმის "დინამოში" კი ამ წლის დასაწყისში გადავიდა. 2021 წლის 25 მარტს, შვედეთთან გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში, შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მაისურაც 11 შეხვედრაში მოირგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში