„ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ

07 აგვისტო 2023, 15:42 625 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაბრუნდა. "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ, რომლის განმავლობაშიც სამ ტესტ მატჩს გამართავენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე 12 აგვისტოს რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნება. რუმინელებმა გასულ უქმეებზე პირველი მატჩი გამართეს და შინ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 17:31 დამარცხდნენ. მეორე მეტოქე 19 აგვისტოს სწორედ ამერიკელთა ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც მსოფლიოს თასზე ვერ მოხვდა. ბოლო ტესტს "ბორჯღალოსნები" 26 აგვისტოს სტუმრად, ედინბურგში გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან და მატჩის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ ორივე თბილისური ტესტი ვაკის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი