დღეს ქართული კლუბები კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩებს გამართავენ 

03 აგვისტო 2023, 10:05 551 ნახვა

დღეს სამი ქართული კლუბი ევროტურნირებზე მორიგ შეხვედრებს გამართავენ. კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დინამო თბილისი მალტის ჰამრუნ სპარტანსს უმასპინძლებს, რომლის წინააღმდეგ პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 1:2 წააგო. მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

გორის დილა უკრაინულ ვორკლას უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მატჩი „თენგის ბურჯანაძეზე“ 21:00 საათზე დაიწყება. გორის დილასა და პოლტავის ვორსკლას წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის აპოელ-სა და სერბულ ვოივოდინას წყვილში მოგებულს შეხვდება.

რაც შეეხება ქუთაისის ტირპედოს, ის თბილისის დროით 20:00 საათზე სტუმრად ყაზახურ აქტობეს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში „ტორპედო“ 1:4 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში