"დინამო'' ბათუმისა და ქობულეთის ''შუქურას'' მატჩის ბილეთების რეალიზება დღეს დაიწყება

02 აგვისტო 2023, 13:48 1631 ნახვა

ორთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა 5 აგვისტოს განახლდება. ჩემპიონატის მე-19 ტურში ''დინამო'' ბათუმი შინ ქობულეთის ''შუქურას'' დაუპირისპირდება.

მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 5 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია საიტ: BILETEBI.GE -ზე 2 აგვისტოს 15:00 - ზე დაიწყება. სტადიონის მდებარე სალაროებში კი ბილეთები 4 აგვისტოდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5,10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის ''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეში 42 ქულით იმყოფება და უახლოეს მდევარ ''საბურთალოს'' 4 ქულით უსწრებს. ქობულეთის ''შუქურა'' კი 13 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში