შუამთობა ბეშუმში 5 აგვისტოს გაიმართება 

01 აგვისტო 2023, 12:00 1623 ნახვა

შუამთობა  2023 კურორტ ბეშუმში  5 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებაზე წელსაც  წარმოდგენილი იქნება  სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ნიშნობის ცერემონია, ეთნოგრაფიული კუთხეები, ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების  გამოფენა-გაყიდვა. 

ღონისძიებაზე   ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად  მაყურებლის წინაშე წარსდგებიან მოწვეული მომღერლებიც. დაგეგმილია საბავშვო  აქტივობებიც. საზეიმო ღონისძიება კურორტ ბეშუმში 6 აგვისტოსაცაა დაგეგმილი.

ხულოს სხვადასხვა იალაღზე შუამთობის  დღესასწაულმა სტარტი გასულ კვირას აიღო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში