საფეხბურთო კლუბ ''გონიოს'' ნიკოლოზ საბანაძე გაწვრთნის

30 ივლისი 2023, 09:55 1281 ნახვა

საფეხბურთო კლუბ ''გონიოს'' ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ საბანაძე გაწვრთნის. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ამირან გოგიტიძემ დატოვა.

14 ტურის შემდეგ ''გონიო'' სატურნირო ცხრილში 39 ქულით ქედის ''ბეთლემთან'' ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. გოგიტიძის ხელმძღვანელობით კი გუნდმა 14-დან 13 მატჩი მოიგო და ერთი დათმო.

"გონიომ'' 52 გოლი გაიტანა და 8 გაუშვა.
ნიკოლოზ საბანაძემ საფეხბურთო კარიერა ნადრევად 29 წლის ასაკში მძიმე ტრამვის შემდეგ დაასრულდა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

იგი ''დინამო'' ბათუმისა და თბილისის ''საბურთალოს'' სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელად მუშაობდა.

საქართველოს ლიგა 4-ის გათამაშება 16 აგვისტოს განახლდება და ''გონიო'' შინ ვანის ''სულორს'' უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში