სლოვენიის ქალაქ მარობორში მიმდინარე ევროპის ზაფხულის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა.
ქართველმა ტანმოვარჯიშემ, დაჩი დოლიძემ უშეცდომოდ იასპარეზა ტაიჭზე, შემდგომ კი – პარალელურ ორძელზე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალური ასპარეზობა 28 ივლისს გაიმართება.