ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

24 ივლისი 2023, 14:09 608 ნახვა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. კენჭისყრის შედეგებით ვერც მემარცხენე და ვერც მემარჯვენე ბლოკი ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად  ახალი  მთავრობის ფორმირებას. 

ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, ხოლო მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი.

ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით. ანალიტიკოსები განმეორებით არჩევნებს არ გამორიცხავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი