ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რაკეტა სამსართულიან სახლს მოხდა, დანგრეულია რამდენიმე სართული. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი.
მიმდინარეობს ნანგრევების გასუფთავება. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.