დღეს "დინამო" ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ალბანურ "ტირანას" უმასპინძლებს.
მატჩი ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ალბანეთში ფრედ 1-1 დასრულდა. ამ დროისთვის დღევანდელ მატჩზე დასასწრები 2900-მდე ბილეთი არის გაყიდვაში.
ბილეთები სტადიონის მიმდებარე სალაროებში და საიტ biletebi.ge-ზე იყიდება. დღესვე კონფერენსლიგაზე კიდევ ორი ქართული კლუბი ითამაშებს.
გორის ''დილა'' შინ ''დუნაისკა სტრედას'' ეთამაშება, ხოლო ''ტორპედო'’ გასვლაზე ''სარაევოს'' დაუპირისპირდება.