ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ყაზახეთის „ასტანას“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს.
პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში 1:1 დასრულდა და დინამო თბილისს მინიმალური ანგარიშით მოგებაც ხელს აძლევდა.
22-ე წუთზე დინამოს ფეხბურთელმა ულად-ომარ იმრანმა შესანიშნავი გადაცემით, „ასტანას“ მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა.
მეორე ტაიმი „დინამოსთვის“ ცუდად დაიწყო. 50-ე წუთზე აბზალ ბეისებეკოვმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში დემბო დარბოამ „ასტანა“ დააწინაურა.
დინამო თბილის ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, სადაც მალტის „ჰამრუნს“ შეხვდება.