კიევსა და ოდესაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

19 ივლისი 2023, 10:02 547 ნახვა

მეორე დღეა უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა  შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის რაკეტებით  იბომბება. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა სამშაბათს ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას ორშაბათს კიევის მიერ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო შურისძიების აქტი უწოდა. 

უკრაინული მხარის განცხადებით,  საოკუპაციო ძალები ქალაქების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად   "კალბირის" ტიპის  რაკეტებს, ასევე "შაჰიდის" დრონებს იყენებს.

წუხელ გვიან ღამით და გამთენიისას  კიევსა და მის  შემოგარენში რუსეთის მიერ გაშვებული "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა  სრულად გაანადგურა. სარაკეტო თავდასხმების შედეგად მსხვერპლი არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი