დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ‘’დინამო’’ თბილისი საპასუხო შეხვედრაში ყაზახეთის ჩემპიონ ‘’ასტანას’’ დაუპირისპირდება.
მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ყაზახეთში ფრედ 1-1 დასრულდა.
''დინამო'' თბილისს დაუბრუნდა ანრი მექვაბიშვილი, რომელსაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა. ასევე დაბრუნდა ზორან მარუშიჩიც, რაც ''დინამოს'' მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''დინამო'' ზაგრებს დაუპირისპირდება.
წაგებული კი კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას ''მაკაბისა'' და მალტის ''ჰამრუნის'' წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
''დინამოსა'' და ''ასტანას'' შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.