ათენის მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქებში უკონტროლო ტყის ხანძრებმა ადგილობრივები აიძულა დაეტოვებინათ სახლები, ხოლო საზაფხულო ბანაკებიდან ასობით ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძარი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 27 კილომეტრის მოშორებით სოფელ კუვარასში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად სწრაფად გავრცელდა.
პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი დააკავა. ცეცხლს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 20 ჯარისკაცი, 68 სახანძრო მანქანა, 10 თვითმფრინავი და ექვსი ვერტმფრენი ებრძვის.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 81 კერაა, ყველაზე დიდი კი ათენთან.