სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობდა ჩინეთის სამხრეთ ფუჯიანის პროვინციაში, რომელსაც ტაიფუნმა ტალიმმა გადაუარა და რეგიონში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.
დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ტალიმი, პირველი ტაიფუნია, რომელიც წელს ჩინეთს დაატყდა თავს. 230 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
ასობით ავიარეისი და სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა. ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, სტიქია ჩრდილოეთ ვიეტნამისკენ ინაცვლებს.
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში კი ანომალური სიცხეებია. ჩონცინგის პროვინციაში რკინიგზის სადგურებში 127 გამაგრილებელი სივრცე მოაწყვეს. მათი დიდი ნაწილი აღჭურვილია კონდიციონერით, უფასო სასმელი წყლით და სითბური დარტყმის წინააღმდეგ სამკურნალო მედიკამენტებით.