სამი ქართული კლუბი დღეს კონფერენსლიგაზე ასპარეზობას იწყებს

13 ივლისი 2023, 10:30 617 ნახვა

ქუთაისში, ტირანასა და დუნაისკა სტრედაში სამი ქართული კლუბი ჩაებმება წლევანდელ ევროთასებში. რანგით მესამე უეფას კონფერენსლიგაში, რომელიც შედარებით ახალი ტურნირია და სულ მესამედ ტარდება.

ქართული კლუბების უმთავრესი მიზანი, ისტორიაში პირველად კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. ამისთვის თითოეულ მათგანს ოთხი ეტაპის დაძლევა მოუწევს.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი ალბანეთის დედაქალაქში ტირანას დაუპირისპირდება. გორის ''დილა'' სლოვაკეთის ''დუნაისკა სტრედას'' ეთამაშება. ''ტორპედო'' "რამაზ შენგელიაზე" ბოსნიურ ''სარაევოს'' უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი