ლუკა პარკაძე ახალი სეზონისთვის მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოემზადება და მალე შეკრებაზე გაემგზავრება, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა შემადგენლობა დაასახელა რომელიც 2023/24 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ამ სიაშია 18 წლის ქართველი შემტევი, რომელიც გუნდში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და მიუნხენურ გრანდში 33-ნომრიანი მაისურა მიიღო. სეზონისწინა პირველ შეკრებას გუნდი ბავარიის ალპებში მდებარე საკურორტო ქალაქ ტეგერნზეს საწვრთნელ ცენტრში გაივლის, გუნდი იქ 15-20 ივლისს მოემზადება. „ბაიერნი“ ამხანაგურ მატჩებში 26 ივლისს „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება, 29 ივლისს „კავასაკის“, ხოლო 2 აგვისტოს „ლივერპულს“. გერმანიაში სეზონი კი 12 აგვისტოს იწყება.