ვილნიუსის სამიტმა უნდა დაადასტუროს, რომ უკრაინა არის სამხედრო ალიანსის დე ფაქტო წევრი - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
”ალიანსის უმრავლესობა მტკიცედ დგას ჩვენთან ერთად”, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვისას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტზე ასევე განიხილება უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ ომში.