რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების „ვაგნერის“ მეთაური წარუმატებელი ამბოხების და რუსეთიდან გამგზავრების წინ მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ფრანგული გაზეთი, რის მიხედვითაც, პრიგოჟინი 1 ივლისს „ვაგნერის“ სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს კრემლში, სადაც ის პუტინის გარდა შეხვდა როსგვარდიისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურებს. ამ შესაძლო შეხვედრების შესახებ დეტალები გაზეთს არ მოჰყავს.
''ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, როცა მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს და მერე მილიონიან ქალაქს ალყა შემოარტყეს, გამოცხადდა, რომ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფების მეთაური ბელარუსში იცხოვრებდა. მოგვიანებით მედია იტყობინებოდა, რომ ბიზნესმენი ნახეს სანქტ პეტერბურგში.
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი არ არის მის ქვეყანაში. მოსკოვს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.