ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასს კი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს იაპონიის სამხრეთ ფუკუოკის პრეფექტურაში ძლიერი წყალდიდობის გამო, რომელიც კოკისპირულ წვიმას მოჰყვა. დაღუპული 70 წლამდე ქალია, იგი მეწყერმა იმსხვერპლა. მეზობელ საგას პრეფექტურაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ორ სახლი მოიყოლა. სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ადიდებულია სულ მცირე რვა მდინარე, რამაც რეგიონში ღვარცოფი გამოიწვია.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, რეგიონში 500 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, უამინდობა და კოკისპირული წვიმა სტიქიის რაიონში 11 ივლისის დილამდე შენარჩუნდება.