უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან

10 ივლისი 2023, 11:10 550 ნახვა

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში უელსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ორი ჯარიმით დაწინაურდა, პეტრე ხუციშვილმა უმცროს ბორჯღალოსნებს 6 ქულა მოუტანა, თუმცა ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი მაინც წააგო - 6:7. მატჩი უელსელთა გამარჯვებით 40:21 დასრულდა.

საქართველო მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიას შეხვდება, უელსი კი მეხუთე ადგილისთვის ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი