ბათუმი საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს

07 ივლისი 2023, 16:51 732 ნახვა

13-16 ივლისს ბათუმი საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლებს. წლევანდელ გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.

მატჩები ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება.

A ჯგუფი

  • მასტერლიგა თბილისი;
  • ქუთაისი;
  • ჭაბონამა ფოთი;
  • არმია თბილისი;
  • პორტუს ბათუმი.

B ჯგუფი

  • ბათუმის სპორტული ცენტრი;
  • დინამო სოხუმი;
  • საზღვაო აკადემია;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • თელავი.

ფორმატის თანახმად ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გავა. ფინალურ ეტაპს 11-14 აგვისტოს ისევ ბათუმი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში