40 ათასი ლარი ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის

06 ივლისი 2023, 11:19 968 ნახვა

40 ათასი ლარი ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შუახევის მერია  ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“  კონკურსს წელსაც აცხადებს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ქალს, გარდა მოვალეთა რეესტრში მყოფ და საჯარო მოხელეებისა, ასევე უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა. 

სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მსურველებს  მცირე ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად 1000-დან 7 000 ლარამდე თანხის მოთხოვნა შეუძლიათ 10-დან 15 პროცენტიანი  თანადაფინანსების პრინციპით. იდეების მიღება უკვე დაწყებულია და  21 ივლისამდე გაგრძელდება.

პროგრამის მიზანი ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი