იაპონიაში მდინარის გამწვანების მიზეზს იკვლევენ

05 ივლისი 2023, 14:09 567 ნახვა

იაპონიის ქალაქ იკომაში  მდინარე ხასხასა მწვანე  ფერის გახდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო სამსახური იკვლევს. მდინარეს უჩვეულო შეფერილობის მიუხედავად არ აქვს რაიმე მკვეთრი სუნი. 

წყლის ხარისხის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წყალი არატოქსიკურია.

იკომის მერიაში აცხადებენ, რომ  წყლის გამწვანების  გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია  და ფერმერებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ იგი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, სანამ არ დადასტურდება წყლის უსაფრთხოება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი