გერმანია მხარს უჭერს რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას

05 ივლისი 2023, 10:44 386 ნახვა

გერმანია მხარს უჭერს რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუმინეთს დაჟინებით სთხოვდნენ, რომ შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად შესრულებულიყო კონკრეტული წინაპირობები, რაც ანგარიშების მიხედვით ჩანს, რომ დაკმაყოფილებულია.

ოლაფ შოლცს მარჩელ ჩიოლაკუ ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, რათა განეხილათ რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების საკითხი და დაედასტურებინათ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა.

ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ სთხოვა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის 27 მთავრობის ჯგუფს, მიეღოთ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში. ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა იმის გამო, რომ, მათი მოსაზრებით, ბულგარეთის და რუმინეთის ხელისუფლება არ იცავდა ევროკავშირის წესებს მიგრაციისა და საზღვრის კონტროლის შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში