ჩეჩნეთში ''ნოვაია გაზეტას'' ჟურნალისტს თავს დაესხნენ

04 ივლისი 2023, 14:01 567 ნახვა

ჩეჩნეთში თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას“-ს ჟურნალისტს ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვს. უცნობმა ნიღბიანმა პირებმა ისინი აეროპორტიდან გროზნოსკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს და სასტიკად სცემეს, გაუნადგურეს აღჭურვილობა და დოკუმენტები.

მილაშინას დაუდგინდა დახურული თავის ტრავმა, მას აგრეთვე მოტეხილი აქვს ხელის თითები. ჟურნალისტმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

ადვოკატს ცემის გარდა აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, თუმცა ის მაინც გეგმავს მონაწილეობას სასამართლო პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.

ელენა ჩეჩნეთში მივლინებით ჩავიდა ზარემა მუსაევას საქმის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად. ზარემა მუსაევა  არის აბუბაკარ იანგულბაევის „წამების წინააღმდეგ კომიტეტის“ ყოფილი ადვოკატისა და ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა „ადათის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის იბრაგიმ იანგულბაევის დედა.

მუსაევა 2022 წლის იანვარში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდიდან გაიტაცეს,  გროზნოში წაიყვანეს და 15 დღით დააკავეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი