ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა ორშაბათს ღამით ფილადელფიაში სროლის შედეგად. ფილადელფიის პოლიციის კომისრის განცხადებით, დაკავებულია 40 წლამდე ეჭვმიტანილი კაცი.
პოლიციის წინასწარი ვერსიით თავდამსხმელს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მსხვერპლებთან. დაკავებულია კიდევ ერთი კაცი.
უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა ეს პიროვნება მსროლელს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა მსროლელს.
ოთხ დაღუპულს შორის 20-დან 50 წლამდე ყველა კაცია, დაშავებული არიან ორი წლის ბავშვი და 13 წლის მოზარდი. ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.