სუპერმთვარემ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ირმის მთვარე, ქალაქების ბუენოს აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს ცა გაანათა. უზარმაზარი მთვარე არგენტინის დედაქალაქში, მდინარე რიო-დე ლა პლატაზე გამოჩნდა და წყალზე ბრწყინავდა, როცა ცა ღამის ბურუსით იმოსებოდა.
ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროში მდებარე კოპაკაბანას პლაჟზე უზარმაზარი მთვარე ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობად იქცა. როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამ მოვლენას სუპერმთვარეობას უწოდებენ. ეს შესაძლოა, წელიწადში 3-4-ჯერ მოხდეს და საკმაოდ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა.