ჩიკაგოში ძლიერი წყალდიდობაა. კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებები წყლის ბლოკადაში მოექცა.
ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ძლიერი წყალდიდობის შესახებ სხვადასხვა ოლქი და მოსახლეობა გააფრთხილა და მოუწოდა შეზღუდონ სტიქიის რეგიონში გადაადგილება.
კვირას ბეისბოლის მატჩი „კლივლენდ გარდიანსა“ და მათ მასპინძელ „ჩიკაგო კაბს“ შორის უამინდობის გამო გადაიდო.