უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ხვალ იტალიას ეთამაშებიან 

03 ივლისი 2023, 11:05 475 ნახვა

4 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მესამე შეხვედრაში იტალიის ნაკრებს ეთამაშებიან. ამ მატჩისათვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, მეორე ტურში კი არგენტინის ნაკრებს „მშრალი“ ანგარიშით, 20:0 მოუგო.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ამ დროისათვის არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებს ხუთ-ხუთი ქულა, საქართველოს კი 4 ქულა აქვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი