საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადაა

30 ივნისი 2023, 20:57 428 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ივლისს „დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. ახალგაზრდულმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა პირველ ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს, შემდეგ კი ბელგიას და ნიდერლანდებს ფრედ ეთამაშეს. ისრაელთან მოახლოებული მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა განვლილი და მოახლოებული მატჩი შეაფასეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში