კანადის ტყის ხანძრის კმამლმა ესპანეთში ჩააღწია

28 ივნისი 2023, 10:19 407 ნახვა

კანადის აღმოსავლეთ და დასავლეთ   ტერიტორიებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად ჰაერში  რეკორდული 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გაიფანტა - განცხადება ევროკავშირის კოპერნიკის   ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურმა გააკეთა.

კანადის ტყის ხანძრის კვამლით ივნისში რამდენიმე მსხვილი ურბანული ცენტრი, მათ შორის ნიუ – იორკი და ტორონტო დაიფარა. ახლა კვამლმა  ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა.

კვებეკსა და ონტარიოში  გაძლიერებული ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროპაში ნისლიანი  ცის მიზეზი გახდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში