უკრაინაში ომი პუტინის სტრატეგიული შეცდომაა - სტოლტენბერგი

26 ივნისი 2023, 14:50 519 ნახვა

რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა  პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება, „რათა ისტორია არ განმეორდეს“.

სტოლტენბერგმა დაგმო მოსკოვის განცხადება ბელორუსიაში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ნატო ვერ ხედავს რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება მათ გამოსაყენებლად. სტოლტენბერგი ლიეტუვაში ნატოს სამხედრო წვრთნებს დაესწრო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში