ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს

22 ივნისი 2023, 14:19 486 ნახვა

კიევი ყირიმის ხერსონთან დამაკავშირებელ ჩონგარის ხიდზე აფეთქებას  გამოეხმაურა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის  ანდრეი იუსოვის თქმით,   ეს არის უშიშროების ძალების, თავდაცვის ძალების, წინააღმდეგობის მოძრაობის, ადგილობრივი მოსახლეობის გეგმური მუშაობა, რომელიც ამ ტერიტორიებზე  უკრაინის კანონიერი ძალაუფლების დაბრუნებას ელოდება.

ჩონგარის ხიდის აფეთქების  შესახებ დღეს დილით  ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა.

მისივე თქმით, აფეთქების შედეგად ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ დანარჩენ ტერიტორიებს შორის სახმელეთო ხიდის მუშაობა არ შეჩერებულა და არავინ დაშავებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში