საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება 

20 ივნისი 2023, 10:13 503 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას გამართავს, ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგეგმილია პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და სტუმართა მთავარი მწვრთნელის, რუი ჟორჟეს პრესკონფერენცია. ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 21 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ამ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე და ზურიკო დავითაშვილი. ისინი ახალგაზრდულ გუნდს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი