დღეს ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვევა

20 ივნისი 2023, 11:25 885 ნახვა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო წრის წილისყრა გაიმართება.

ცნობილი გახდება 4 ქართული კლუბი მეტოქეთა ვინაობაც. ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ‘’დინამო’’ თბილისი წარადგენს, რომლის წილისყრაც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბია: განთესილი ‘’დინამო’’ ბათუმი და განუთესავი ‘’დილა’’ და ‘’ტორპედო’’.

წილისყრა 20 ივნისს 17:00-ზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი