ქალთა ეროვნული ლიგის მე-12 ტურნირის შეხვედრაში "ბათუმი" შავიზღვისპირა დერბიში სოხუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.
ბათუმელთა მხრიდან 3 გოლი თათია შაინიძემ, ხოლო ერთი გვანცა დოლიძემ გაიტანა.
ამ დროისთვის "ბათუმი" ქალთა ლიგის გათამაშებაში 12 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ქალთა ეროვნულ ლიგაში სექტემბერამდე შესვენება გამოცხადდა.
3 სექტემბერს "ბათუმი" გასვლაზე "ნორჩ დინამოს" ესტუმრება.