უკრაინაში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს

15 ივნისი 2023, 10:02 573 ნახვა

უკრაინის პოლიცია ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ სახლის ნანგრევებში მოყოლილი ქალის  ამოყვანის ოპერაცია.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა  გუშინ განაცხადეს, რომ ღამით რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ  სამი ადამიანი იმსხვერპლა შავი ზღვის ქალაქ ოდესაში და სამი აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში.

ოლქის გუბერნატორის  მონაცემებით,  ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ქალაქ კრამატორსკში, ერთი კი სამრეწველო ქალაქ კოსტიანტინივკაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში