ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბიზნეს ცენტრსა და საცალო ვაჭრობის ქსელის საწყობს. დაიღუპა 3 და დაშავდა 7 თანამშრომელი. დანგრეულია ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი. ოკუპანტებმა ოდესას შავ ზღვაში მყოფი გემიდან კალიბრის ტიპის 4 რაკეტა ესროლეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტის განეიტრალება შეძლო.