პენტაგონი აძლიერებს საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინისთვის, რადგან ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას აგრძელებს. ვაშინგტონმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს არის უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მე-40 პაკეტი.
რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ამერიკის დახმარების საერთო მოცულობამ დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
უკრაინამ თავისი კონტრშეტევა გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 თვის განმავლობაში თავდაცვას ინარჩუნებდა ხანგრძლივი რუსული ზამთრისა და გაზაფხულზე მცირე წინსვლის შემდეგ.
რუსეთს, თავის მხრივ, თვეები ჰქონდა, რათა მოემზადებინა თავდაცვითი ხაზები. ერთკვირიანი კონტრშეტევის შედეგად, უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციისგან შვიდი დასახლება დაიბრუნა.
რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო კორესპონდენტებთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არცერთ სფეროში წარმატებული არ ყოფილა და განაცხადა, რომ უკრაინის დანაკარგი ათჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის.