ბათუმის „დინამომ“ ვარჯიშები განაახლა 

14 ივნისი 2023, 10:59 603 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ სეზონისთვის მზადება განაახლა. ბათუმელები პირველ მატჩს სუპერთასზე 30 ივნისს გამართავენ. „დინამო“  სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში 30 ივნისს ქუთაისის „ტორპედოს“ სამტრედიაში ესტუმრება და მოგების შემთხვევაში მეორე ნახევარფინალში გამარჯვებულს, რომელიც „დინამო თბილისსა“ და გორის „დილას“ შორის გაირკვევა, 4 ივლისს დაუპირისპირდება.

გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს ჯოვინო ფლამარიონი. ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის მატჩებისთვის ემზადებიან სანდრო ალთუნაშვილი და ლადო მამუჩაშვილი.

ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობს თავდამხმელი გიორგი კვერნაძე, რომელიც ევრო 2023-ისთვის ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო, მაგრამ საბოლოო განაცხადში არ მოხვდა.

ბათუმის „დინამო“ ივლისიდან კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. გუნდი გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი