კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 11-მდე, დაშავებულების კი 28-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. კრივი-რიჰში 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ომი უკრაინაში- ვნახოთ რეპორტაჟი