უკრაინული კონტრშეტევა დაიწყო - მაკრონი

13 ივნისი 2023, 12:00 586 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი უკრაინული კონტრშეტევა რუსეთის ძალების წინააღმდეგ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და აღნიშნა, რომ იგი საგულდაგულოდ  დაგეგმა კიევის სამხედრო ხელმძღვანელობამ.

პარიზში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა გაააქტიურეს საბრძოლო მასალის, იარაღის და ჯავშანტექნიკის  მიწოდება.

მაკრონის თქმით, ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გააგრძელებენ. გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში ე.წ. "ვაიმარის სამკუთხედის" ფორმატში გაიმართა, რომელიც სამ ერს შორის 30 წლის განმავლობაში იმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მან სამძიმარი გამოუცხადა იტალიელ ხალხს ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების გამო. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი და მედია მაგნატი თანამედროვე იტალიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი