საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება

13 ივნისი 2023, 10:58 719 ნახვა

ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას სალაროებშიც შეძლებთ, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

უგულშემატკივრე საქართველოს და დაესწარი ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ღონისძიებას საქართველოში. ორი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მესამეს საჩუქრად მიიღებთ“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას, 27 ივნისს სვანაძის გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ შედგება და 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში