უკრაინულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან მეოთხე სოფელი გაათავისუფლეს

12 ივნისი 2023, 14:05 551 ნახვა

უკრაინულმა ძალებმა ორშაბათს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მეოთხე სოფელი დაიბრუნეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის სოფელ სტოროჟევში უკრაინის დროშა აღმართეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეულ ბრიგადას სოფელზე კონტროლის აღდგენისთვის. რუსეთი, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინული კონტრშეტევა დაიწყო, მას აქამდე წარუმატებელს უწოდებს  და მისი  სამხედროების მიერ განადგურებული ამერიკული და გერმანული წარმოების საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ფოტოებს აქვეყნებს.

კიევმა კვირას განაცხადა, რომ მისმა ჯარმა გაათავისუფლა სამი სოფელი - ბლაჰოდატნე, ნესკუჩნე და მაკარივკა, რომლებიც დონეცკის ოლქში ზაპორიჟიეს მახლობლად მდებარეობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი