კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს

11 ივნისი 2023, 22:02 882 ნახვა

უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

"უეფას ტექნიკურმა დამკვირვებელმა ჯგუფმა ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
 

22 წლის მარცხენა გარემარბი, რომელიც 2022 წლის ივლისში, ბათუმის დინამოდან გადავიდა ნაპოლიში. მისი გუნდი ევროპის საუკეთესო საკლუბო შეჯიბრის მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი მილანთან დამარცხდა.

სენსაციური იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში, რომელიც დაეხმარა ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებაში და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი თამაშები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს, რაც ნაპოლის არგენტინელ ლეგენდაზე, დიეგო არმანდო მარადონაზე მიანიშნებს", - წერია უეფას საიტზე.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში