ლუკა პარკაძე „გაგრას“ დაემშვიდობა და მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდება, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს - ინფორმაციას Matchday ავრცელებს. 18 წლის შემტევი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. „ბაიერნმა“ პარკაძე საქართველოსა და გერმანიის 17-წლამდელთა გუნდების თამაშის დროს შენიშნა და მისით დაინტერესდა. ლუკამ „ბაიერნთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. ახალგაზრდა ნახევარმცველი იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც 19 მატჩში სამი გოლი გაიტანა, ახლა კი 19-წლამდელების წევრია. ინგლისურმა გამოცემა Guardian-მა 2022 წელს პარკაძე მსოფლიო ფეხბურთის 60 ტალანტს შორის დაასახელა. Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 150 000 ევროდ აფასებს.