ოთხშაბათს გადაღებულ თანამგზავრულ სურათებზე უკრაინაში გიგანტური კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის მასშტაბებია ასახული. სურათების მიხედვით, მდინარე დნეპრის გასწვრივ წყალდიდობის შედეგად ასობით სახლი, შენობა და ინფრასტრუქტურა დაიტბორა.
საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი კაშხალი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, სამშაბათს გამთენიისას ააფეთქეს, რასაც სამხრეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში წყალდიდობა მოჰყვა.
მომხდარში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ათასობით ადამიანი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კაშხალი შესაძლოა მანამდე ომის შედეგად მიყენებული დაზიანებებისა და მასზე მასიური დარტყმების გამო ჩამოინგრა.