უკრაინის პრემიერ-მინისტრი გაერო-სგან მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარებას ითხოვს

08 ივნისი 2023, 10:45 548 ნახვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა გაეროს, საერთაშორისო წითელ ჯვარს და სხვა ორგანიზაციებს სასწრაფოდ იმოქმედონ სამხრეთ უკრაინის დატბორილი მოსახლეობის დასახმარებლად, რომლებიც დახმარებას ვერ იღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. "რუსი ოკუპანტები არც კი ცდილობენ ამ ხალხის დახმარებას - განაცხადა დენის შმიგალმა

კიევის განცხადებით, კაშხლის ნგრევის შედეგად გამოწვეული  წყალდიდობა ასობით ათას ადამიანს დატოვებს სასმელი წყლის გარეშე, ათობით ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას დააჭაობებს.

უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის დატბორვის ზონიდან  ორი ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა,  წყლის დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია 17 დასახლებაში, სადაც 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთმა მის მიერ კონტროლირებად ხერსონის ოლქის  რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი